ტურინის “იუვენტუსის” მცველი მატიას დე ლიხტი საოპერაციოა.ამის შესახებ თავად ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა განაცხადა.
“ახლა მხარე ოპერაციის დროა, ეს არის ის, რაც მჭირდება. ვწუხვარ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო, მაგამ მომავალისკენ უნდა გავიხედოთ და მალე უნდა გამოვჯანმრთელდე”, – აღნიშნა დე ლიხტმა.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა “იუვენტუსში”გატარებულ პირველ სეზონში 39 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.