არტურო ვიდალის „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე ხმები დაირხა. ჩილელი ფეხბურთელი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და „ბარსელონას“ დატოვებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრეა პირლომ და ჯანლუიჯი ბუფონმა ვიდალს დაურეკეს და ტურინში დაბრუნებაზე ესაუბრნენ. ორივე არტუროს ძალიან კარგად იცნობს, რადგან თანაგუნდელები იყვნენ.
თუმცა, ჩილურმა მედიამ ეს ცნობა უარყო. ისინი ირწმუნებიან, რომ პირლოსა და ბუფონს ვიდალისთვის არ დაურეკავთ და მისი დაბრუნება არ განიხილება…
ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა, სატრანსფერო ბაზრის პერიოდში უფრო მეტი ზუსტი დეტალი გამოიკვეთება. შეგახსენებთ, რომ ვიდალმა 2011-2015 წლებში „იუვეში“ 171 მატჩში 48 გოლი გაიტანა.