ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ „ვულვზისა“ და მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი რაულ ხიმენესი იდეალური იქნება კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად სათამაშოდ და მას კარიმ ბენზემას დარ პარტრნიორობას გაუწევს.
„ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერი. იდეალური რონალდუსთან ახლოს სათამაშოდ. „იუვენტუსში“ კრიშტიანუს ბენზემას სტილის ფეხბურთელი აკლია და შეიძლება ეს სწორედ ხიმენესი იყო. „იუვეს“ პრობლემა ისაა, რომ მათ ჯერ ფეხბურთელები უნდა გაყიდონ, რომ ახლები შეიძინონ“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ რაულ ხიმენესის გარდა ედინ ჯეკოსა და არკადიუშ მილიკის უკავშირებენ.