ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Tuttosport-თან ინტერვიუში ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე და პაულო დიბალა-პოლ პოგბას შესაძლო გაცვლაზე ისაუბრა.
– რამდენ ხანს შეუძლია კრიშტიანუ რონალდუს ამ დონეზე თამაში გააგრძელოს?
– ის გადამწყვეტია, რადგან ძალიან ბევრი გოლი გააქვს. ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთელები უკან იხევენ, რაც ნორმალურია. მას ჯერ სპრინტში არაფერი ეტყობა, არც მეორე სართულზე. უნდა დაველოდოთ და გამოჩნდება.
– გაგიკვირდათ სარის გათავისუფლება და პირლოს დანიშვნა?
– ცნობილი იყო, რომ სარის გასახდელში მშვიდი გარემო არ ჰქონდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის შედეგი განმსაზღვრელი იქნებოდა. პირლოს რაც შეეხება, ერთ წელიწადში მას მართლაც წარმოვიდგენდი მწვრთნელად. 23-წლამდე გუნდის თავკაცის პოსტზე პრეზენტაციის დროს ანიელის ყოფნამ ეჭვი გამიჩინა…
– დიბალასა და პოგბას გაცვლაზე რას ფიქრობთ?
– დიბალას შევინარჩუნებდი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოგბა ლიდერი არაა, არამედ არის ის, ვინც ცდილობს კარგი შთაბეჭდილება სხვების წყალობით მოახდინოს.