ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბში ალესანდრო ნესტას იწვევს. იტალიური მედიის ცნობით, პირლო თავის მეგობარს ტელეფონით უკვე ესაუბრა.
ნესტას პასუხი უცნობია, ის ახლა „ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელია, რომელმაც სერია B-ს პლეი-ოფში „სპეციასთან“ წააგო და სერია A-ში ვერ გადავიდა. ნესტა და პირლო დიდი ხნის მეგობრები არიან.
ანდრეას სამწვრთნელო შტაბში უკვე გადაწყვეტილია, რომ ხორვატი იგორ ტუდორი იმუშავებს, მისი დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა.