ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ახალი სეზონიდან 3-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდეს. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლო ამ ტაქტიკურ სქემას განიხილავს.
პირლოს აზრით, დანილო და ალექს სანდროს კარგად შეუძლიათ ფლანგებზე, როგორც დაცვითი, ისე შემტევი ფუნქციების შესრულება, ხოლო დაცვაში მატიას დე ლიხტსა და მერიჰ დემირალს უფრო მეტი დრო დაეთმობათ ერთად. 3-მცველში შუა პოზიცია ლეონარდო ბონუჩის გარანტირებულად ერგება, რადგან ის ამ სქემაში საუკეთესო იყო და ყოველთვის უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ორი ცენტრალური მცველით თამაშის დროს. და, რა თქმა უნდა, ჯორჯო კიელინი, როგორც მარცხენა ცენტრალური მცველი. კიელინის ფიზიკური კონდიციები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ჯორჯო ამ პოზიციაზე დიდებული იყო.
მოვლენები ასეთი განვითარების შემთხვევაში პირლოს მეხუთე ცენტრალური მცველი გუნდში აუცილებლად დასჭირდება. მან არჩევანი დანიელე რუგანისა და კრისტიან რომეროს შორის უნდა გააკეთოს, ეს უკანასკნელი იჯარით „ჯენოაში“ იყო.
„იუვენტუსი“ კი 3 მცველით თამაშს შეჩვეული იყო, ანტონიო კონტე პრაქტიკულად მუდმივად ასე თამაშობდა, ხოლო საწყის ეტაპზე მასიმილიანო ალეგრიც 3-მცველიან ტაქტიკას სწყალობდა.