ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს და იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლოს სიაში მისი ყოფილი თანაგუნდელი ალვარო მორატა მოხვდა.
მადრიდის „ატლეტიკოც“ არაა წინააღმდეგი ესპანელი გაყიდოს თუ სასურველ თანხას მიიღებს, რაც 60 მილიონ ევროს შეადგენს. ტურინელები კი ფასის შემცირების მიზნით გარიგებაში ფედერიკო ბერნარდესკის ჩართვას არ გამორიცხავენ, რომელიც მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ძალიან მოსწონს.
ჯერჯერობით სხვა უფრო მეტი დეტალი ცნობილი არაა. მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა, ხოლო პირლო მისი თანაგუნდელი პირველ სეზონში იყო.