ჩეზარე პრანდელი ერთ-ერთი ის მწვრთნელია, რომელსაც გაუმართლა და ანდრეა პირლოსთან იმუშავა, 2010-2014 წლებში იტალიის ნაკრებში. თუმცა, ის არის ადამიანი, რომელიც თავად ანდრეამ ავტობიოგრაფიული წიგნის წინასიტყვაობისთვის შეარჩია – „ვფიქრობ, მაშასადამე ვთამაშობ“. ეს წიგნი 2013 წელს გამოიცა და იქ პრანდელი წერს, რომ ანდრეა გაეტანო შირეას აგონებს და ჩუმი ლიდერია.
პრანდელიმ იტალიურ მედიასთან ახლაც გააკეთა კომენტარი, როდესაც მისი ყოფილი შეგირდი ასევე მისი ყოფილი გუნდის (პრანდელი „იუვენტუსში“ თამაშობდა და 1985 წელს ჩემპიონთა თასიც მოიგო) მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
„აბსოლუტურად, ანდრეა გაეტანოს მახსენებს. ლიდერი, რომელიც არ ამბობს, რომ მე ლიდერი ვარ. ამას სხვები ამბობენ. პირლო საუბრობდა ტექნიკაზე და ტაქტიკურ დაზვერვაზე, შემდეგ კი როდესაც ჩუმი ლიდერი საუბრობს, როგორც შირეას შემთხვევაში იყო, ყველა დუმს.
რა თქმა უნდა, მწვრთნელს სჭირდება გუნდთან ყოველდღიური საუბარი, მაგრამ მას ასევე ყველაფერი აქვს მწვრთნელობისთვის. ის დიდი ჩემპიონი იყო და იცის, როგორ ილაპარაკოს ჩემპიონთა ენაზე. არანაირი სირთულე არ ექნება. არამგონია „იუვენტუსში“ გიჟები იყვნენ, რომ მას პირველი გუნდი ჩააბარეს, ისინი ყველაფერს კარგად აწონიდნენ და ანდრეა ხელმძღვანელობის ნდობას მოიპოვებს და მათ დარწმუნებას აუცილებლად შეძლებს“, – თქვა პრანდელიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსი“ ორწლიანი კონტრაქტით 8 აგვისტოს ჩაიბარა.