მთავარი / სიახლეები / სტეფან ლიხშტაინერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

სტეფან ლიხშტაინერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა სტეფან ლიხშტაინერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 36 წლის შვეიცარიელი ბოლოს „აუგსბურგში“ თამაშობდა, თუმცა მიის კარიერის ოქროს წლები ტურინელებთან ასოცირდება.

„გადავწყვიტე ფეხბურთიდან წასვლა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ემოციისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ. ვამაყობ ჩემი გავლილი გზით, „გრასჰოპერსი“, „ლილი“, „ლაციო“, „იუვენტუსი“, „არსენალი“ და ბოლოს „აუგსბურგი“. რა თქმა უნდა, მრავალი წელი ეროვნულ ნაკრებში. ასე რომ, მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხართ“, – თქვა ლიხშტაინერმა.

სტეფანი „იუვენტუსში“ 2011 წელს „ლაციოდან“ გადავიდა და უმალვე შეძლო ანტონიო კონტესთვის შეუცვლელი ფიგურა გამხდარიყო. მან „იუვეში“ 7 სეზონი ითამაშა (2018 წლამდე) და 257 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ლიხშტაინერმა „იუვენტუსში“ სკუდეტო 7-ჯერ, იტალიის 4-ჯერ, ხოლო იტალიის სუპერთასი სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …