პოლ პოგბამ „იუვენტუსი“ 4 წლის წინ დატოვა, მაგრამ ამ პერიოდში ბევრჯერ იყო საუბარი ფრანგის ტურინში დაბრუნებაზე. ეს უფრო მეტად ფინანსური საკითხია იყო, რომელიც პრობლემას ქმნიდა, რომ პოგბას ისევ მოერგო შავ-თეთრი მაისური.
თუმცა, დღეს კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – ანდრეა პირლო. პოგბას ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც სიამოვნებით იხილვდა მას საკუთარ გუნდში.
ბოლო ხანებში აქტიური საუბარი მიმდინარეობს პაულო დიბალასთან ბარტერზე, მაგრამ ჯერ კონკრეტული მაინც არაფერია, რადგან „მანჩესტერისთვის“ სეზონი არ დასრულებულა.
ფრანგი ინგლისურ გუნდს 2022 წლამდე ეკუთვნის, კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, რადგან მათ შორის ისეთი დაძაბული ურთიერთობა აღარაა, როგორც გასულ ზაფხულს. თუმცა, პოგბა „მანჩესტერის“ ფანებს გულზე არ ეხატებათ და ამან შესაძლოა ფეხბურთელის ინგლისიდან წასვლა განაპირობოს.
2018 წელს, როდესაც პოგბა „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა, მაშინ პოლმა თქვა: „იუვენტუსი“ ჩემი სახლია, აქ ჩემი პირველი გოლები გავიტანე პროფესიონალურ კარიერაში“. მას ტურინული გრანდი არ ავიწყდება და პირლოს ფაქტორი დამატებითი მიზეზია.