მთავარი / თეგის არქივი: ალვარო მორატა (გვერდი 7)

თეგის არქივი: ალვარო მორატა

ალვარო მორატას საოცარი სეზონი და პირადი რეკორდი

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა ალვარო მორატამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და განსაკუთრებით შთამბეჭდავად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. 5 ტურის შემდეგ ესპანელი 6 გოლით ბომბარდირთა დავას ერლინგ ჰოლანდთან და მარკუს რაშფორდთან ერთად ლიდერობს. მორატამ პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი მას არასდროს გაეტანა. საუკეთესო შედეგი იყო 2014-2015 წლების სეზონში 12 …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “მნიშვნელოვანი ქულები აღარ უნდა დავკარგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა ფორვარდმა ძირითადად იმ სიტუაციაზე ისაუბრა, როდესაც „იუვემ“ სერია A-ში ქულები დაკარგა. „მნიშვნელოვანი იყო, რომ გამარჯვება, რაც შეიძლება მალე მოგვეპოვებინა წინა ცუდი მატჩის შემდეგ. რამდენიმე დეტალმა წინა თამაშებში ანგარიშის გათანაბრება გამოიწვია, შეგვეძლო მაშინ იმ გოლების თავიდან არიდება, უბრალოდ მეტი …

სრულად წაკითხვა »

მორატა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ესპანელმა მსაჯს უპატივცემულოდ და უხეშად მიმართა, როდესაც პენალტის არდანიშვნას აპროტეტსებდა. ალვარო მორატა „იუვენტუსს“ „ტორინოსთან“ და „ჯენოასთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მორატა „ბენევენტოსთან“ მსაჯმა თამაშის დასრულების შემდეგ გააძევა.

სრულად წაკითხვა »

მორატა გააძევეს და ტურინულ დერბის გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა „ბენევენტოსთან“ თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მატჩის დასრულებისას ის გააძევეს. მორატა მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მსაჯს უხეში სიტყვებით უთხრა, რომ პენალტი არ დანიშნა, რისთვისაც ფაბრიციო პასკუამ წითელი ბარათი უჩვენა. ამრიგად, მორატა მომდევნო ტურში „ტორინოსთან“ ვერ ითამაშებს, რაც დიდი დანაკლისია, რადგან ესპანელი იმ იშვიათთაგანია, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფერენცვაროშთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. ესპანელს ამ ტურნირზე 5 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება (ერთი გოლით). მატჩის შემდეგ ესპანელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა და როგორც გუნდის, ისე საკუთარი თამაში შეაფასა. „ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი შეიძლება რთული იყოს …

სრულად წაკითხვა »

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “იუვეს” მორატა თუ სურს, ფული უნდა გადაგვიხადონ”

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ თუ მისი შენარჩუნება სურს, ფული უნდა გადაიხადოს. „ის იმსახურებს ყველაფერს, რასაც აკეთებს. ყოველთვის ბევრს იბრძვის გასატანად და ეს ჩანს. როგორც ჩანს, მართლაც იპოვა სწორი გზა. ის ჯერ კიდევ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია, „იუვენტუსში“ ორწლიანი იჯარითაა, გამოსყიდვის ვარიანტით. თუ „ბიანკონერის“ …

სრულად წაკითხვა »

პირლო ზაფხულში ორ ფეხბურთელს ითხოვდა, რომლებიც ხელმძღვანელობამ ვერ შეიძინა

იტალიური მედია იტყობინება, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსს“ ორი ფეხბურთელის შეძენა დანიშვნისთანავე მოსთხოვა, რაც ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო. პირველი „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო გახლდათ, რომლის ნაცვლად ტურინელებმა ალვარო მორატა იყიდეს. ბოსნიელის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულიც იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა. მეორე კი „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელია, რომლის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვეს და „იუვენტუსში“ …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “იუვეში” დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”

ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ალვარო მორატამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. „ყველას აქვს საკუთარი ვარიანტები და იმ მომენტში ყველაზე კარგი „იუვენტუსში“ წასვლა იყო. დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული, რაც 70 წუთზე მეტი ზედიზედ 6 თამაში არ მითამაშია. ბავშვობიდან „ატლეტიკოს“ ქომაგი ვარ და ამ გუნდის …

სრულად წაკითხვა »

ლუის ენრიკემ მორატა ნაკრებში 1 წლის შემდეგ გამოიძახა და მასზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ესპანეთის ნაკრებში ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს. ლუის ენრიკემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა. „მორატა იმიტომ გამოვიძახე, რომ, მას შემდეგ, რაც ის „იუვენტუსში“ დაბრუნდა, თვითდაჯერებულია და ამაზე მისი გოლები მეტყველებს. გარდა ამისა, ის კარგად მუშაობს, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში და ეს ძალიან მომწონს. ძველ მორატასთან შედარებით,ფაქტია, რომ …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერომ მორატა, დიბალა და რონალდუ გააკრიტიკა: “მორატას კარში უნდა დაერტყა”

ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა „ფერენცვაროშთან“. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალვარო მორატა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან 35-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში არ დაარტყა და პასი კრიშტიანუ რონალდუს გაუკეთა, რომელსაც მცველმა დაასწრო და გოლი არ გავიდა. თავის მხრივ, კრიშტიანუ და პაულო დიბალა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ პასები არ გააკეთა. …

სრულად წაკითხვა »