მთავარი / თეგის არქივი: ალვარო მორატა (გვერდი 6)

თეგის არქივი: ალვარო მორატა

მორატა: “ვისაც ჩვენი არ სჯერა, ტელევიზორს არ ჩართავს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ალვარო მორატა ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს და განაცხადა, რომ ისინი ტიტულის მოსაგებად სანამ შანსია იქამდე იბრძოლებენ. „თამაში და მოედანზე დაბრუნება მენატრებოდა. არ ვიცი რა მაკლდა გოლის გასატანად, მაგრამ მთავარია გუნდმა 3 ქულა მოიპოვოს დინამიკის დასაბრუნებლად. კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და ჩვენ თამაშით ნაკლებიც გვაქვს ჩატარებული. საფეხბურთო სამყაროში …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “გამარჯვებას კარგი ატმოსფერო და რწმენა მოაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა თავდამსხმელმა გოლის გატანა მოახერხა და განაცხადა, რომ გამარჯვებას პოზიტივი და გუნდში კარგი ატმოსფერო მოაქვს. „ტრავმების გამო ადვილი სეზონი არ არის, მაგრამ ალიბს არ ვეძებთ. სკუდეტოს ისევ გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ მანამ, სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს. თუ ვერ გავიმარჯვებთ, …

სრულად წაკითხვა »

პირლოს 11 ფეხბურთელის გარდა არჩევანი აღარ აქვს: როდის დაბრუნებიან ტრავმირებულები?

„იუვენტუსი“ ძალიან ცუდი ფორმაშია და ეს შედეგებშიც ისახება. ანდრეა პირლოს განსაკუთრებით შეტევაში უჭირს, სადაც გოლებსაც ნაკლებად იტანს და საგოლე მომენტებსაც ხშირად ვერ ქმნის. დაცვაში სერია A-ს ბოლო 6 მატჩში ტურინელებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, მაგრამ ორივე გოლის გამო მთლიანობაში 5 ქულა დაკარგეს („ნაპოლისთან“ 0:1, „ვერონასთან“ 1:1). სწორედ ეს მიანიშნებს, რომ …

სრულად წაკითხვა »

მორატამ “იუვეს” ბოლო ვარჯიში გამოტოვა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა. მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მას ბოლო პერიოდში სისტემატურად აწუხებს და სრული დატვირთვით თამაშს ვერ ახერხებს. ესპანელ შემტევს დასვენება სჭირდებოდა განსაკურნებლად და ვარჯიშიც ამიტომ გამოატოვებინეს. „ვერონასთან“ თამაშს სავარაუდოდ ის უპრობმელოდ მოახერხებს, ყოველშემთხვევაში რამდენიმე წუთით მაინც შეძლებს დატვირთვას. შეგახსენებთ, რომ მორატასთვის 2021 წელს …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “მომდევნო მატჩისთვის მეტი შრომაა საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ნაპოლისთან“ წაგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მომდევნო მატჩისთვის უფრო მეტი უნდა იშრომონ. „ეს არ არის შედეგი, რომელიც გვინდოდა და დავიმსახურეთ, მაგრამ წუწუნს აზრი არ აქვს. უბრალოდ მომდევნო მატჩისთვის უფრო მძიმედ უნდა ვიშრომოთ. ჩემპიონთა ლიგა გველოდება და უფრო კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

მორატამ და არტურმა შესაძლოა “ინტერთან” ვერ ითამაშონ

ტურინის „იუვენტუსს“ შესაძლოა, „ინტერთან“ ალვარო მორატა და არტური გამოაკლდეს. ორივე ფეხბურთელს გრიპი აქვს და დღეს არ უვარჯიშიათ. ამას საერთო არაფერი აქვს კორონავირუსთან და თუ ისინი ხვალ კარგად იქნებიან, ანდრეა პირლოს განკარგულებაში დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ინტერს“ პირველი მატჩი „სან სიროზე“ 2:1 მოუგო და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

სრულად წაკითხვა »

მორატა პირლოზე, რონალდუზე, ლუკაკუზე და საკუთარ თამაშზე საუბრობს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ Sky Sport-თან ისაუბრა. ესპანელი ფორვარდი თავისი თამაშის პროგრესს, ანდრეა პირლოს, კრიშტიანუ რონალდუს, რომელუ ლუკაკუსა და „ინტერთან“ მოახლოებულ თამაშს შეეხო. „ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში, რამაც უფრო მოწიფული ფეხბურთელი გამხადა. უფრო სრულყოფილი ვარ. საჭიროა მოერგო სირთულეებს და ახლა უფრო სრულყოფილი ადამიანი ვარ, …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ “იუვე” ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ინსტაგრამში პოსტი განათავსა და დაწერა, რომ „იუვეს“ მაისური ჩვეულებრივი არ არის და მალე დაბრუნებიან. „არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ „იუვე“ ვართ. როგორც კი რთული პერიოდი დადგება, ყველა ყველა ღამურასავით გამოდის, მაგრამ ეს არ არის ნებისმიერი მაისური და ბრაზით და სიმკაცრით დავბრუნდებით“, – დაწერა მორატამ. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

მორატას აგენტი: “იუვე” ალვაროს სეზონის ბოლოს გამოისყიდის”

ალვარო მორატას აგენტმა ხუანმა ლოპესმა იტალიურ მედიასთან თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ესპანელ ფორვარდს სეზონის ბოლოს გამოისყიდის. „ალვარო აწმყოზეა ფოკუსირებული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ის ყოველთვის იყო „იუვენტუსის“ პირველი არჩევანი და მორატა მხოლოდ „იუვეში“ გადავიდოდა. პრობლემა თავიდან იყო, როდესაც „ატლეტიკოს“ მისი სრულფასოვნად გაყიდვა სურდა. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ-მორატას წყვილი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სადაც „იუვენტუსმა“ 15 ქულა მოიპოვა, „ბარსელონას“ ურთიერთშეხვედრებში აჯობა (0:2, 3:0) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ტურინელებმა 6 თამაშში 14 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს. ხსენებული 14 გოლიდან 10 კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას ანგარიშზეა. მიმდინარე სეზონში არცერთი გუნდის შემტევ წყვილს ამდენი გოლი გატანილი არ აქვს. …

სრულად წაკითხვა »