მთავარი / სიახლეები / მორატა: “ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ”

მორატა: “ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფერენცვაროშთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. ესპანელს ამ ტურნირზე 5 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება (ერთი გოლით).

მატჩის შემდეგ ესპანელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა და როგორც გუნდის, ისე საკუთარი თამაში შეაფასა.

„ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი შეიძლება რთული იყოს და დღევანდელიც რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ბედნიერები ვართ და ახლა კიდევ ერთხელ ყურადღებას ჩემპიონატზე გავამახვილებთ.

რა შეიცვალა ჩემთვის? ახლა მე უფრო სრულყოფილი მოთამაშე ვარ, ვცდილობ, უფრო მეტი მონაწილეობა მივიღო თამაშში და ამ პერიოდში გოლს ხშირად ვიტან. დღეს ძელს გავარტყი ბურთი, მაგრამ შემდეგ გოლის გატანის დროს გამიმართლა“, – განაცხადა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …