მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “უფრო სწრაფად და მაღალი პრესინგით უნდა ვითამაშოთ”

დე ლიხტი: “უფრო სწრაფად და მაღალი პრესინგით უნდა ვითამაშოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ფერენცვაროშთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, ძალიან რთული მატჩი იყო.

„რთული თამაში იყო. „ფერენცვაროში“ ვიწროდ თამაშობდა და რთული იყო თავისუფალი მოთამაშის პოვნა ხაზებს შორის. უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ მაღალი პრესინგით, დიდი სითამამით, რადგან ასე უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნას შევძლებთ“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …