ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ანდრეა პირლოს შესახებ ისუაბრა. ჩეხი გაკვირვებულია, რომ პირლო შემტევი ფეხბურთის მიმდევარია.
„მერვედფინალში გასვლა მნიშვნელოვანია, რადგან შობამდე 9 თამაში გველოდება და ეს შეამსუბუქებს ინენსივობას. გულწრფელად გითხრათ, პირლოსგან არ ველოდებოდი, რომ ასეთი შემტევი სტილი ექნებოდა, რადგან ამის გაკეთება ადვილი არ არის იტალიაში, სადაც საუკეთესო დაცვით იგებ თამაშებს. ასეთი ევროპული სტილით თამაში მამშვიდებს.
დასაწყისში რთული იყო, ყველა მოძრაობის დაუყოვნებლივ ათვისება რთილია, მაგრამ „ლაციოსთან“ თამაშითაც კმაყოფილი ვიყავი, რადგან პროგრესი დავინახე“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს.