მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “გვინდა ყველა ტურნირში მაქსიმუმს მივაღწიოთ”

ბენტანკური: “გვინდა ყველა ტურნირში მაქსიმუმს მივაღწიოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა როდრიგო ბენტანკურმა „ფერენცვაროშთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარი გამარჯვება იყო, რასაც მიაღწიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოიპოვება და მერვედფინალში კვალიფიკაცია იყო. ვიცით, რომ ყველა თამაში რთულია, ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც „კალიარისთან“, მაგრამ სამი ქულით კმაყოფილი ვარ. ახლა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი თამაში დარჩა, გვინდა ყველა ტურნირში მაქსიმუმს მივაღწიოთ“, – თქვა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …