ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ესპანეთის ნაკრებში ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს. ლუის ენრიკემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მორატა იმიტომ გამოვიძახე, რომ, მას შემდეგ, რაც ის „იუვენტუსში“ დაბრუნდა, თვითდაჯერებულია და ამაზე მისი გოლები მეტყველებს. გარდა ამისა, ის კარგად მუშაობს, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში და ეს ძალიან მომწონს. ძველ მორატასთან შედარებით,ფაქტია, რომ ახლა ის უფრო შედეგიანია და ევროპის ჩემპიონატის წინ ეს ძალიან კარგია“, – თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ მორატამ „იუვეში“ დაბრუნების შემდეგ 6 გოლი გაიტანა, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგაზე და 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მას 6 გოლი არ ჩაუთვალეს თამაშგარე მდგომარეობის გამო.