მთავარი / სიახლეები / მორატა: “მნიშვნელოვანი ქულები აღარ უნდა დავკარგოთ”

მორატა: “მნიშვნელოვანი ქულები აღარ უნდა დავკარგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა ფორვარდმა ძირითადად იმ სიტუაციაზე ისაუბრა, როდესაც „იუვემ“ სერია A-ში ქულები დაკარგა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ გამარჯვება, რაც შეიძლება მალე მოგვეპოვებინა წინა ცუდი მატჩის შემდეგ. რამდენიმე დეტალმა წინა თამაშებში ანგარიშის გათანაბრება გამოიწვია, შეგვეძლო მაშინ იმ გოლების თავიდან არიდება, უბრალოდ მეტი სიფრთხილე იყო საჭირო.

ბევრი ახალი ფეხბურთელი ვართ, უნდა მოვერგოთ სისტემას, მაგრამ დრო არ არის, რადგან შესანიშნავ გუნდში ვთამაშობთ და მნიშვნელოვანი ქულები არ უნდა დავკარგოთ“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ 3:1 გამარჯვება სჭირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …