ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პავენ ნედვედმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა, რომელმაც კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა.
ჩეხი არ ფიქრობს, რომ „იუვე“ რონალდუზე დამოკიდებულია, მაგრამ არ უარყოფს, რომ მისი არყოფნა გუნდს ეტყობა.
„ჩვენ არ ვართ დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე, მაგრამ ცხადია, როდესაც ამ სიღრმის მოთამაშე გაკლია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, დიდი დანაკლისია. თუ ის მოედანზეა ყველაფერი იცვლება. მისი, ბონუჩის და კიელინის მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, 750 გოლის გატანა წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუნდაც რონალდუსთვის“, – თქვა ნედვედმა.