ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ვითარდება და ძალიან სწრაფად სწავლობს.
„მე ძალიან მომწონს მისი კომუნიკაციის სტილი, იმასთან შედარებით, როდესაც საქმიანობა დაიწყო, ვითარდება და სწრაფად სწავლობს. ის ჭკვიანი ადამიანია. „იუვენტუსი“ ცხოვრების წესია, წელს ეს გზა ავირჩიეთ და მას რწმენით მივყვებით. ჯერ მხოლოდ ბილიკის დასაწყისში ვართ, აღმართ-დაღმართი არის, მაგრამ ეს ნორმალურია.
ნორმალურია, რომ პირველ პერიოდში არსებობს გარკვეული სირთულეები. ბევრ დიდ ჩემპიონსაც დასაწყისში პრობლემები ჰქონდა. ამის მაგალითია შარშან დე ლიხტი, პირველი ექვსი მას გაუჭირდა, თუმცა ეს ნორმალური იყო“, – თქვა პარატიჩიმ.