ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ შავ-თეთრი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. კიეზამ კიევის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ გოლის გამო. თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ მოძრაობებზე, მწვრთნელს სურს, რომ წინ წავიდე და საჯარიმოსთან ახლოს ვიყო, გოლები გავიტანოთ. ეს არის თანამედროვე ფეხბურთი – საჯარიმოში, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე უნდა გყავდეს.
მოსამატებელი მაქვს და ვცდილობ გავაკეთო ის, რაც ვიცი, რასაც ჩემგან მწვრთნელი ითხოვს, ერთი-ერთზე თამაშის მაქსიმალურად გამწვავებას“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ 3:1 გამარჯვება სჭირდება.