ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა ალვარო მორატამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და განსაკუთრებით შთამბეჭდავად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.
5 ტურის შემდეგ ესპანელი 6 გოლით ბომბარდირთა დავას ერლინგ ჰოლანდთან და მარკუს რაშფორდთან ერთად ლიდერობს.
მორატამ პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი მას არასდროს გაეტანა. საუკეთესო შედეგი იყო 2014-2015 წლების სეზონში 12 მატჩში 5 გოლი და მაშინაც „იუვეს“ ღირსებას იცავდა.
მან 3-3 გოლი გაუტანა კიევის „დინამოსა“ და „ფერენცვაროშს“, ხოლო „ბარსელონასთან“ თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა იმ მატჩში ალვაროს 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ყველა შემთხვევაში მცირე თამაშგარის გამო. გარდა ამისა, მორატას 3 გოლი სერია A-ში აქვს გატნილი (გაუქმებული გოლების რაოდენობა აქ ოთხია).
და ბოლოს, ალვარო მორატა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 6 გოლი გაიტანა. ბოლოს მსგავსი შედეგიანობით 19 წლის წინ დავიდ ტრეზეგემ ითამაშა.