ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ესპანელმა მსაჯს უპატივცემულოდ და უხეშად მიმართა, როდესაც პენალტის არდანიშვნას აპროტეტსებდა.
ალვარო მორატა „იუვენტუსს“ „ტორინოსთან“ და „ჯენოასთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მორატა „ბენევენტოსთან“ მსაჯმა თამაშის დასრულების შემდეგ გააძევა.