მთავარი / სიახლეები / მორატა: “იუვეში” დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”

მორატა: “იუვეში” დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”

ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ალვარო მორატამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

„ყველას აქვს საკუთარი ვარიანტები და იმ მომენტში ყველაზე კარგი „იუვენტუსში“ წასვლა იყო. დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული, რაც 70 წუთზე მეტი ზედიზედ 6 თამაში არ მითამაშია. ბავშვობიდან „ატლეტიკოს“ ქომაგი ვარ და ამ გუნდის მადლობელი ვარ. არასდროს მითქვამს, რომ იქ ცუდად ვიყავი.

ბოლო დროს ბევრი გოლი გამიუქმეს თამაშგარე მდგომარეობის გამო. „ბარსელონას“ წინააღმდეგ შესანიშნავად ვითამაშე, მაგრამ თამაშგარეში ვიყავი. მესამე გოლის დროს ბუსკეტსმა მითხრა, რომ მისი აზრით, თამაშგარე არ იყო.

კარიერის დასრულება „ხეტაფეში“ მინდა. მე ამ გუნდის პრეზიდენტთან ვმეგობრობ, მსურს კარიერა იქ დავასრულო“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ალვარო მორატას 6 გოლი აქვს გატანილი. 6 გოლი კი არ ჩაუთვალეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …