გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა და ახლა „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ანდრეა პირლოს რჩევა მისცა. გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ გააკეთა კომენტარი.
„პირლოს რჩევა არ სჭირდება, მაგრამ მხოლოდ ერთ რჩევას მივცემ: თი ის უნდა ჩაიძიროს, ეს საკუთარი იდეებით გააკეთოს და არა სხვისი იდეებით.
რონალდუ? არასდროს მითქვამს მისთვის, რომ არ ეთამაშა, რადგან სხვებზე უკეთესი ფეხბურთელია. ამის გასაგებად არ არის საჭირო, რომ მეცნიერი იყო. როდესაც იბრაჰიმოვიჩი ამერიკაში წავიდა სათამაშოდ, მეგონა, რომ საბოლოოდ დაგვემშვიდობა. ახლა იტალიაში დაბურნდა და ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ სამაგიეროდ ყველა თამაშში გოლს იტანს. ის უკვდავია რონალდუს მსგავსად. თამაშის გაგრძელება მარტივია, მაგრამ ისნი უბრალოდ არ თამაშობენ, ყოველთვის გოლს იტანენ, რაც ადვილი არ არის“, – თქვა ანჩელოტიმ.