ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა „ბენევენტოსთან“ თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მატჩის დასრულებისას ის გააძევეს.
მორატა მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მსაჯს უხეში სიტყვებით უთხრა, რომ პენალტი არ დანიშნა, რისთვისაც ფაბრიციო პასკუამ წითელი ბარათი უჩვენა.
ამრიგად, მორატა მომდევნო ტურში „ტორინოსთან“ ვერ ითამაშებს, რაც დიდი დანაკლისია, რადგან ესპანელი იმ იშვიათთაგანია, რომელიც „იუვეში“ კარგ ფორმაშია.