ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ბენევენტოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – სკიატარელას დარტყმა შესანიშნავი სეივით მოიგერია, შემდეგ კი ლეტიციას დარტყმას მხოლოდ თვალი გააყოლა.
კუადრადო 5 – საშინლად ითამაშა პირველი ტაიმის ბოლო სამ წუთში. სწორედ მაშინ არაზუსტი დიაგონალური პასი გააკეთა, რამაც „ბენევენტოს“ კონტრშეტევა გამოიწვია. ზოგადად, ის უფრო ნერვიულობდა, ვიდრე აქტიურობდა. ალბათ სეზონი სყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.
დე ლიხტი 6.5 – მესამე თამაში ერთ კვირაში. მან ნამდვილი კედელი ააშენა და აშკარაა, რომ იზრდება.
დანილო 6.5 – ალბათ უკანა ხაზში საუკეთესო იყო. ყოველთვის პუნქტუალური, მშვიდად ითამაშა დაცვის ცენტრშიც.
ფრაბოტა 5.5 – სერია C-დან დაწინაურებული ბიჭის ჯადომ ამჯერად არ იმოქმედა. ბევჯერ სირთულეებს გადააწყდა და მაღალ დონეზე ვერ ითამაშა.
კიეზა 6.5 – მორატას შესანიშნავი პასი გაუკეთა გოლის მოენტში. მნიშვნელოვანი სიგნალები გაგზავნა იქამდე, სანამ პირველი ტაიმის ბოლოს ფეხს არ იტკენდა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ისევ იაქტიურა, მაგრამ ამჯერად მორატამ ვერ გამოიყენა მისი პასი.
ბერნარდესკი 5.5 – ამჯერად არასწორი დამოკიდებულებით ჩაერთო თამაშში, არ იყო თავდაჯერებული.
არტური 5 -შეტევის მშენებლობის პროცესში მან იცის როგორ იმოქმედოს, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს უხეში შეცდომები დაუშვა. ჯერ სკიატარელამ მოატყუა და შემდეგ ლეტიციამ მისი პასით გაიტანა.
ბენტანკური 6 – შევიდა იმ ფაზაში, სადაც ნახევარდაცვა პრაქტიკულად არ არსებობდა.
რაბიო 6 – ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ დღესდღეობით „იუვეს“ ძირითადი შემადგენლობის ერთადერთი ნახევარმცველი ის არის.
რემზი 5 – ინერტული იყო. ვერ მოახერხა რგოლებს შორის თამაშის დაწყობა. ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ვერ გაიტანა.
კულუშევსკი 5 – ნახევარი საათი ითამაშა, რომელშიც არათუ ვერაფერი შემატა გუნდს, არამედ დააზიანა კიდეც.
დიბალა 5 – მორატასა და რემზის კომბინაციის შემდეგ გოლის გატანა მართებდა, მაგრამ ააცილა, შეეძლო თამაში დაეხურა. მეორე ტაიმში მონტიპომ აჯობა. საერთო ჯამში ის კვლავ თავისი თავის ძიებაშია, მათ შორის ეძებს პოზიციასაც.
მორატა 6.5 – ლამაზი გოლი გაიტანა. კიდევ ერთი თამაში, სადაც შეტევაში მარტო უწევს საქმის გაკეთება. რვა გოლი სეზონში, ერთი გოლით ნაკლები, ვიდრე რონალდუს. როდესაც რონალდუ არ არის, მორატა ფიქრობს გუნდზე. თუმცა, მეორე ტაიმში კიეზას პასით ცარიელ კარში ვერ გაიტანა, შეცდომა, რომელიც საბოლოოდ ძვირად დაფასდა. ბოლოს თავზე კონტროლი დაკარგა და წითელი ბარათი პროტესტის გამო, რაც დერბის გამოტოვების ფასია.
პირლო 5 – „იუვემ“ კარგად ითამაშა ნახევარ საათზე მეტხანს, შემდეგ მოუკლო. სიმართლე ის არის, რომ რონალდუს გარეშე ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა უწევს. რონალდუს გარეშე „იუვემ“ „კროტონესთან“, „ვერონასთან“ და „ბენევენტოსთან“ ფრედ ითამაშა და „სპეციასთანაც“ პორტუგალიელის მოედანზ შესვლამდე ფრე იყო.