ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანილომ „ბენევენტოსთან“ მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველა ფეხბურთელმა უნდა მოუმატოს.
„საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ, რადგან პირველი ტაიმი კარგი გვქონდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ორგანიზებულად ვეღარ ვითამაშეთ და თამაში გართულდა. ყველამ უნდა მოვუმატოთ. ჩემი პოზიცია? თუ „იუვეს“ დასჭირდება ცენტრალურ მცველად ვითამაშებ, მზად ვარ მწვრთნელისა და გუნდის დასახმარებლად“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 17 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოსთან“ გამართავს.