მთავარი / სიახლეები / ხედირა: “ჩემი უთამაშებლობა პირლოს ბრალი არ არის”

ხედირა: “ჩემი უთამაშებლობა პირლოს ბრალი არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ ZDF-თან ინტერვიუში „იუვეში“ მის მიმართ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. გერმანელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ანდრეა პირლო მას არათამაშებს, თუმცა სამი არ ფიქრობს, რომ ამაში დამნაშავე პირლოა.

„ყოველთვის არის საუბარი, რომელიც შემდეგ რეალობად არ იქცევა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები პრემიერლიგაში გადასვლით, ინგლისის ჩემპიონატის დიდი გულშემატკივარი ვარ და ეს ხელს შეუწყობს იქ თამაშს. თუ იარსებებს შესაძლებლობა, რომ ინგლისში გადავიდე, მე ამას განვიხილავ, ვნახოთ, რა მოხდება.

კონტრაქტის გაწყვეტა „იუვესთან“? ამის თაობაზე წინადადება არ ყოფილა, ფინანსურ საკითხებზე არასდროს გვისაუბრია.

უთამაშებლობა? ესიმედგაცრუება არ არის, მაგრამ ცხადია კმაყოფილი ვერ იქნები. ნამდვილად მინდა თამაში, მაგრამ ეს არ არის ანდრეა პირლოს ბრალი. მას სურს თავისი ფეხბურთის თამაში და ეს უნდა მივიღო. როცა წავალ, მინდა „იუვენტუსში“ გამიხსენონ, როგორც დიდი ფეხბურთელი“, – თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსმა“ 2015 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ დაიმატა. გერმანელის კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …