იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ „რომასთან“ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ პირლომ რამდენიმე შეცდომა, მაგალითად კულუსევსკის პოზიცია და მაკკენი-რაბიოს ერთად თამაში დაასახელა.
„შესანიშნავი პირველი თამაშის შემდეგ კულუსევსკი „რომასთან“ შეცვალეს, რადგან 2-3 პოზიციაზე ითამაშა, მაგრამ თავი კომფორტულად ვერცერთ პოზიციაზე ვერ იგრძნო.
ნახევარდაცვა? მეორე ტაიმი უკეთესი იყო ბენტანკურთან და არტურთან ერთად, ვიდრე პირველი რაბიო-მაკკენით. ეს ორი უკანასკნელი მსგავსი მოთამაშეა და არცერთს არ აქვს თამაში ხელმძღვანელობის უნარი ისეთ გუნდში, როგორიც „იუვეა“, რომელსაც მსგავს რლში პირლო და პიანიჩი ჰყავდა… ეს იმაზე უკეთ არავინ იცის, როგორც „იუვეს“ დღევანდელმა მწვრთნელმა!
დიბალას შეუძლია 3-5-2 სქემაში ითამაშოს, ამ სქემაში მან „პალერმოში“ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და შეუძლია ნახევარდაცვისა და თავდასხმის შეერთება“, – თქვა სტრამაჩონიმ.