„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ სკუდეტოს მთავარ ფავორიტებად ბერგამოს „ატალანტა“ და მილანის „ინტერი“ დაასახელა.
„ვფიქრობ, რომ „ინტერი“ და „ატალანტა“ სკუდეტოს მოგების პრედენტები არიან. ყველაფერი შეიცვალა. გარკვეული პერიოდია უკვე ვიცით, რომ კონტეს გუნდს შეუძლია თავისი სიტყვის თქმა, „ატალანტა“ კი არასდროს დაგვიყენებია ფავორიტებში, მაგრამ მათ მიაღწიეს პიკს და ველოდები, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს. გასპერინიმ თავისი იდეები, გუნდური სიახლეები დანერგა და გუნდი ფიზიკურადაც გააძლიერეა. ვფიქრობ, „ინტერმა“ „ფიორენტინასთან“ მნიშვნელოვანი სიგნალი მოგვცა ხუთი შეცვლით, რამაც თამაში მოიგო და გადამწყვეტი იყო“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ და „ინტერმა“ ჯერ თითო მატჩი ჩაატარეს და 3-3 ქულა მოიპოვეს.