დანიელე რუგანიმ შესაძლოა სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში „იუვენტუსი“ დატოვოს. Sky Sport-ის ცნობით, ესპანური „ვალენსია“ დაინტერესებულია იტალიელი მცველით.
„ღამურებმა“ ტურინელებს ფეხბურთელის იჯარით დათმობაზე მიმართეს. თუმცა, „იუვეს“ რუგანის პირდაპირ გაყიდვა სურს, რადგან მისი ადგილი კლუბში აღარ დარჩა.
პირლო ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინის, მერიჰ დემირალსა და მატიას დე ლიხტს ანიჭებს უპირატესობას. არც ის დავივიწყოთ, რომ სამმცველიან ტაქტიკაში ანდრეა დანილოსაც ენდობა. შედეგად, რუგანის ადგილს მოედანზე პრაქტიკულად ვეღარ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ დანიელე რუგანი „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ემპოლიდან“ დიდი იმედით დაიმატა, მაგრამ მან კონკურენციის დაძლევა და ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა (101 მატჩი, 7 გოლი).