„იუვენტუსის“ ტელევიზიასთან ტურინელთა ყოფილმა ფეხბურთელებმა მარკო სტორარიმ და მირკო ვუჩინიჩმა ისაუბრეს. სტორარი იხსენებს, თუ როგორ მოახდინა შთაბეჭდილება მთელ გუნდზე მონტენეგროელმა თავდამსხმელმა.
„ვუჩინიჩი ისეთი ძლიერი იყო, რომ ყოველთვის თამაშობდა. პირველად როცა ვნახე მისი ვარჯიში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახინა. კონტე ყოველჯერზე ამბობდა: „ჩვენ ფენომენი ვიყიდეთ“.
კარგი გუნდი გვყავდა. ყველაზე ლამაზი მომენტი? პირველი სკუდეტო, შესანიშნავი გასახსენებელია. საუკეთესო სეივი? 2015 წელს „ინტერთან“ ორმაგი სეივი გავაკეთე, როდესაც პანდევს ავუღე, შემდეგ იკარდის. გოლის გაშვება არ მინდოდა და მიხარია, რომ ეს მოვახერხე“, – თქვა სტორარიმ.
ტურინულ პერიოდზე კომენტარი თავად ვუჩინიჩმაც გააკეთა:
„როგორც ხალხი ამბობს, მე მაშინ ვთამაშობდი, როდესაც მინდოდა, მაგრამ რეალურად ყოველთვის ვთამაშობდი“.