ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი ჯანლუიჯი დონარუმასა და ფედერიკო ბერნარდესკის ბარტერის წინააღმდეგია.
„მჯერა, რომ დონარუმა შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ „იუვენტუსი“ ამ რგოლში კარგადაა აღჭურვილი. ფედერიკო ბერნარდესკი კი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლის გამოყენება სეზონის განმავლობაში კარგად შეიძლება“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს იტალიური მედია დონარუმა-ბერნარდესკის ბარტერზე წერს. გარდა ამისა, ითქვა დონარუმასა და მერიჰ დემირალის შესაძლო გაცვლის შესახებაც.