„უდინეზეს“ ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ამის შესახებ უდინური გუნდის სკაუტიზმის ხელმძღვანელმა ანდრეა კარნევალემ განაცხადა.
„ის შესანიშნავი ბიჭია, დიდი პიროვნული თვისებებით. ვფიქრობ, რომ ეს მისი ბოლო წელია უდინეში, რადგან „იუვეში“ უნდა დაბრუნდეს. მანდრაგორას ნამდვილად აქვს რამდენიმე შეთავაზება, დიდი ფეხბურთელი გახდება. „რომა“? შესაძლოა „ჯალოროსის“ ვარიანტი საინტერესო იყოს“, – განაცხადა კარევალემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ როლანდო მანდრაგორა 2018 წელს „უდინეზეში“ 20 მილიონ ევროდ გაასხვისა, ხოლო ტურინელებს ამ ზაფხულს მისი დაბრუნება 26 მილიონად შეუძლიათ, რაც როგორც კარნევალეს სიტყვებიდან ჩანს, მოხდება.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედისმომცემი იტალიელი „იუვენტუსში“ დარჩება, რადგან კლუბმა შესაძლოა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება ისევ მიიღოს.