ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვეს“ მთავარი ფიგურა ჯორჯო კიელინია და არა კრიშტიანუ რონალდუ.
„შეუძლებელი მატჩები არ არსებობს. გვინდა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი მატჩი ჩავატაროთ. სტადიონი სავსე იქნება, ისევე, როგორც მიმდინარე სეზონში თითქმის ყოველთვის.
შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. რონალდუ? – მესისთან ერთად მსოფლიოში საუკეთესოა. ვეცდებით, რომ უბურთოდ მაქსიმალურად დავტოვოთ. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი კიელინის განეიტრალებაა. ის მსოფლიოში საუკეთესო მცველია, ერთადერთი, რომელიც „იუვენტუსისთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელია“, – განაცხადა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 1 დეკემბერს, 21:0 საათზე დაიწყება.