ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია „ბარსელონაა“. მწვრთნელს არ დაეთანხმა როდრიგო ბენტანკური.
ურუგვაელმა კითხვაზე, არის თუ არა, „ბარსელონა“ მთავარი ფავორიტი, ასეთი პასუხი გასცა:
„არა, ვფიქრობ, რომ მთავარი ფავორიტები ჩვენ ვართ. გვაქვს საკუთარი თავის დიდი რწმენა, კარგად ვემზადებით და ვეცდებით გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ბენტანკურმა.