ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ფლორენციელებს კარგი გუნდი ჰყავთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „არტემიო ფრანკიზე“ თამაშობენ.
„ფიორენტინა“
„რთული თამაში იქნება, „ფიორენტინა“ კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ტექნიკური და ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. სახლში ჯერ არ წაუგია, 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ სამი გაუშვა. მათთვის წლის მთავარი შეხვედრაა. ეს მნიშვნელოვანი ტურია სატურნირო ცხრილის ზემოთა ნაწილში მყოფილი გუნდებისთვის, რომელთაც რთული გასვლითი მატჩები აქვთ. ფლორენციაში თამაშები არასდროს რულდება, ვეთამაშებით გუნდს, რომელიც მთელ ქალაქს აერთიანებს.
შემადგენლობა
„ოთხშაბათს ინტესნიური მატჩი გვქონდა, ხვალ კი ფიზიკური და მენტალური ენერგია გვჭირდება. ბერნარდესკი დაბრუნდა, ხედირა და ალექს სანდრო არ იქნებიან, რომლის ნაცვლად ან დე შილიო, ან კანსელუ ითამაშებს. ემრე ჯანი შესაძლოა სათადარიგო სკამზე მოხვდეს შემადგენლობა არ იქნება იგივე, რაც იყო „ვალენსიასთან“.
თავდამსხმელები
„რონალდი და მანჯუკიჩი? – ფეხბურთი მარტივია. „ვალენსიასთან“ სამივე შემტევმა კარგი თამაში ჩაატარა. დიბალა ნაკლებ შედეგიანია, მაგრამ ის ფეხბურთელია, რომელიც ნახევარდაცვასა და თავდასხმას აკავშირებს და ხშირად გუნდი რთული მდგომარეობიდან გამოჰყავს. შარშანდელივით ბევრი გოლი ვერ გააქვს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის. საუკეთესი თავდასხმა გვყავს ჩემპიონატში და კმაყოფილი ვარ, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ჯერ არ მოგვიგია არცერთი თამაში 4:0, მაგრამ სრულყოფილება არ არსებობს.
მომავალი მიზნები
აქამდე ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბალანსით თამაში უნდა გავაგრძელოთ, მარტში კი საუკეთესო კონდიციებში უნდა ვიყოთ. უახლოესი მიზანი კი, 29 დეკემბერს სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნაა, რაც შეიძლება დიდი უპირატესობით“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 1 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.