მთავარი / სიახლეები / “იუვე” დავიდე ასტორის პატივს კიდევ ერთხელ მიაგებს

“იუვე” დავიდე ასტორის პატივს კიდევ ერთხელ მიაგებს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ ესტუმრება. ფლორენციელთა ყოფილი კაპიტნის, დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ „იუვე“ „არტემიო ფრანკიზე“ პირველად ითამაშებს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, შეხვედრის დაწყებამდე „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ასტორის საპატივცემულოდ „ფიორენტინას“ სათადარიგო სკამთან ყვავილების თაიგულს მიიტანს. ეს იქნება ლამაზი ჟესტი იმ გუნდისკენ, რომლის ქომაგებსაც „იუვესთან“ მტრული დამოკიდებულება აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კიელინი „ფიორენტინას“ ღირსებას 2004-2005 წლების სეზონში იცავდა (გოლიც გაუტანა „იუვენტუსს“), ხოლო ასტორისთან ერთად იტალიის ნაკრებში არაერთხელ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. აქვე გეტყვით, რომ ტურინელი ფეხბურთელები ასტორის დაკრძალვას ფლორენციაში დაესწრნენ, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს ლონდონში “ტოტენჰემთან” თამაში ჩაატარეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …