ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის ცნობილია. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არ იქნება ალექს სანდრო, რომელიც ტრავმირებულია. ასევე, ემრე ჯანი, რომელმაც ვარჯიში დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე მზად არაა.
სამაგიეროდ, დაბრუნდა ფედერიკო ბერნარდესკი, რომელიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 1 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.