ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „ლეჩე“ 4:0 გაანადგურა. გთავაზობთ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ სტატისტიკას და საინტერესო ფაქტებს.
7 – „იუვენტუსმა“ ტურინში სერია A-ს ეგიდით ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, რაც 2018 წლის აპრილიდან მოყოლებული პირველად მოხდა.
1 – „იუვემ“ 2020 წელს სახლში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ტოპ ჩემპიონატებში ამავე პერიოდში ეს საუკეთესო შედეგია.
20 – „ლეჩე“ მეოცე გუნდია, რომელსაც რონალდუმ სერია A-ში გოლი გაუტანა. მთლიანობაში პპრტუგალიელს 21 მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუზე მეტი გოლი ამ სეზონში სახლში არავის გაუტანა (16, იგივე შედეგი აქვს ჩირო იმმობილეს).
50 – პაულო დიბალამ სერია A-ში 50-ე საშინაო გოლი გაიტანა. 2016 წლის იანვრის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა ზედიზედ 5 მატჩში გატანილ გოლებში (4 გოლი, 1 პასი).
3 – მატაის დე ლიხტი ყველაზე ახალგაზრდა მცველია სერია A-ს მიმდინარე სეზონში, რომელმაც 3 გოლი გაიტანა.
6 – გონსალო იგუაინმა უკვე გაიტანა იმ რაოდენობის გოლები, რომელიც სერია A-ს გასულ სეზონში (6).
100 – როდრიგო ბენტანკურმა ყველა ტურნირის ჩათვლით „იუვენტუსში“ მეასე მატჩი ჩაატარა.
1 – სიმონე მურატორეს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა.