იტალიური მედიის ცნობით, მირალემ პიანიჩი და არტური სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლიან.
არტური ტურინში ჩავა, ხოლო პიანიჩი ბარსელონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია. თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ფეხბურთელები ამჟამინდელ კლუბებს დაუბრუნებიან და სეზონს დაასრულებენ.
მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაცვლიან გუნდებს. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ დამატებით 10 მილიონ ევროსაც გადაუხის.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვეს“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა.