მთავარი / სიახლეები / კარლოს ტევესმა სიმბოლურში ოთხი იუვენტინო შეიყვანა

კარლოს ტევესმა სიმბოლურში ოთხი იუვენტინო შეიყვანა

არგენტინელმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა სიმბოლური ნაკრები დაასახელა და მასში ოთხი ისეთი მოთამაშე შეიყვანა, რომელთა თანაგუნდელი „იუვენტუსში“ იყო.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

მცველები: უგო იბარა (არგენტინა), რიო ფერდინანდი (ინგლისი), გაბრიელ ჰაინცე (არგენტინა), პატრის ევრა (საფრანგეთი)

ნახევარმცველები: პოლ სქოულზი (ინგლისი), პოლ პოგბა (საფრანგეთი), ანდრეა პირლო (იტალია)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), უეინ რუნი (ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

შეგახსენებთ, რომ ტევესი „იუვეში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 95 მატჩში 50 გოლი გაიტანა. „ბებერ სინიორაში“ ამ სიმბოლური ნაკრებიდან მისი თანაგუნდელები ბუფონი, ევრა, პოგბა და პირლო იყვნენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …