ტურინის „იუვენტუსმა“ რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო. გთავაზობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემსა და ფაქტს აღნიშნული მატჩის შემდეგ.
8 – გუშინ საღამოს „იუვენტუსმა“ კარის ჩარჩოში 8 დარტყმა მიიღო. მიმდინარე სეზონში უფრო მეტჯერ „იუვეს“ კარში ცხრჯაერ დაარტყეს და ეს სწორედ „ლაციოსთან“ შეხვედრაში მოხდა, ოღონდ სერია A-ში.
4 – პაულო დიბალა იტალიის სუპერთასის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა 4 გოლით. არგენტინელმა ყველა გოლი „ლაციოს“ გაუტანა და ალესანდრო დელ პიეროს, სამუელ ეტო’ოს, ანდრეი შევჩენკოსა და კარლოს ტევესს გადაასწრო (3 გოლი).
2 – სენად ლულიჩი „ლაციოს“ ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის ფინალებში გოლი გაიტანა. პირველი პაველ ნედვედია.
11 – ყველა ტურნირის ჩათვლით პაულო დიბალას „ლაციოს“ კარში 11 გოლი აქვს გატანილი და მას შემდეგ, რაც იტალიაში თამაშობს, ამაზე მეტჯერ არავინ დაუმწუხრებია. უშუალოდ „იუვენტუსის“ მაისურით პაულომ რომაელებს 9 გოლი გაუტანა და ერთი საგოლე პასიც შეასრულა. ამ პერიოდში „იუვემ“ „ლაციოს“ 23 გოლი გაუტანა და 10-ში (43%) უშუალო მონაწილეობა დიბალას აქვს მიღებული.
4 – „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასის ბოლო ოთხი ფინალი წააგო, რომლებშიც მინიმუმ ერთი გოლი გაუშვა.
3 – ლუის ალბერტომ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ 3 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (1 გოლი, 2 პასი).