Sporting Intelligence-მა 2019 წლის მონაცემებით ევროპაში იმ გუნდთა ჩამონათვალი გამოამზეურა, რომლებიც ფეხბურთელებში ყველაზე დიდ ხელფასს იხდიან.
აღმოჩნდა, რომ „იუვენტუსმა“ 2019 წელს ერთ ფეხბურთელზე საშუალოდ 9.1 მილიონი ევრო გადაიხადა მხოლოდ ხელფასებში, რაც მსოფლიოში მესამე შედეგია. „იუვე“ მხოლოდ კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.
საგულისხმოა, რომ მონაცემები გამოქვეყნებულია საშუალო მაჩვენებლით და არა მთლიანი ხარჯის მიხედვით.
1. „ბარსელონა“ – 11.09 მილიონი ევრო
2. „რეალი“ – 10.06
3. „იუვენტუსი“ – 9.1
4. „პსჟ“ – 8.06
5. „მანჩესტერ სიტი“ – 7.88
6. „ბაიერნი“ – 7.32
7. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 6.91
8. „ატლეტიკო“ – 6.35
9. „ლივერპული“ – 6.24
10. „არსენალი“ – 5.39