ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ურუგვაელმა წითელი ბარათი იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ მატჩში მიიღო და ამის გამო ერთი თამაშის გამოტოვება ავტომატურად უწევს. თუმცა, დამატებით ორი შეხვედრითაც დაისაჯა, რადგან გაძევების შემდეგ მეოთხე მსაჯთან კამათი მოუვიდა. სუპერთასზე მიღებული ბარათები სერია A-ზეც გადადის.
აქედან გამომდინარე ბენტანკური „იუვენტუსს“ უახლოეს სამ მატჩში, „კალიარისთან“, „რომასთან“ და „პარმასთან“ ვერ დაეხმარება.
გარდა ამისა, „ლაციოსთან“ ყვითელი ბარათი მაურიციო სარიმაც მიიღო, რომელიც მისთვის მეოთხე გაფრთხილება გამოდგა. კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში სარისაც მოუწევს მომდევნო თამაშის გამოტოვება.
სასჯელს ვერც პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი გადაურჩნენ. ორივეს სადისციპლინო კომიტეტმა 5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.