ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ მატჩით დაასრულა და საშობაო პაუზაზე გავიდა.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, გუნდში ერთკვირიანი შვებულება გამოცხადდა და საწვრთნელი პროცესი დამდეგ ორშაბათს, 30 დეკემბრიდან განახლდება.
„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 2020 წლის 6 იანვარს, ტურინში „კალიარისთან“ ჩაატარებს.