სერია A-ს დაწყებიდან 12 ტური გავიდა, რომელიც გვიჩვენებს „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის დაძაბულ კონკურენციას. ხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, რომელიც წინა სანაკრებო პაუზამდე, მილანში, „ნერაძურისთან“ „იუვეს“ გამარჯვების შემდეგ შეიქმნა.
მასშემდეგ გუნდებმა მხოლოდ ერთი თამაში ვერ მოიგეს. „იუვენტუსი“ სტუმრად „ლეჩეს“ დაუზავდა (1:1) და იმავე ტურში „ინტერმა“ სახლში „პარმას“ ვერ მოუგო (2:2). სანაკრებო პაუზის შემდეგ კი, „ბებერი სინიორა“ ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრება, ხოლო „ინტერი“ ტურინში „ტორინოს“.
გუნდი სტატისტიკა
მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსი“ ლიდერია, შეტევაში გუნდმა მხოლოდ 20 გოლი გაიტანა და ეს ჩემპიონატში მეშვიდე შედეგია „რომასთან“ ერთად. ყველაზე მეტი გოლი „ატალანტას“ აქვს გატანილი, რომელიც სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს. სამაგიეროდ, „ბიანკონერის“ საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს და მხოლოდ 9 გოლი გაუშვა. „იუვეს“ აქვს საუკეთესო ბურთის ფლობის მაჩვენებელი (58.6%) და ზუსტი პასების კუთხითაც საუკეთესოა (87%).
ინდივიდუალური შედეგები
კრიშტიანუ რონალდუ კარისკენ და კარში დარტყმებით ერთ-ერთი საუკეთესოა. პირველ ჯერზე მხოლოდ ფედერიკო კიეზა უსწრებს, მეორე შემთხვევაში – ხოაკინ კორეა. პაულო დიბალამ ყველაზე მეტი ჩაწოდება განახორციელა (კუთხურებიც მითვლილია) და ყველაზე მეტი დრიბლინგიც მის აქტივშია (22). მირალემ პიანიჩმა 684 ზუსტი პასი შეასრულა და ბურთი 78-ჯერ მოიპოვა.