ცნობილმა რუმინელმა სპეციალისტმა მირჩა ლუჩესკუმ „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ვილიანის შეძენა ურჩია, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
„ვილიანს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება, ის კარგ გამოცდილებას მოუტანს გუნდს, რადგან ლონდონში გატარებული ამდენი წლის შემდეგ „იუვესთვის“ იდეალური ფეხბურთელი იქნება“, – თქვა ლუჩესკუმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩესკუ ვილიანს კარგად იცნობს, რადგან მისი მწვრთნელი დონეცკის „შახტარში“ იყო.