მთავარი / სიახლეები / “ბარსელონა” და პსჟ ემრე ჯანში 40 მილიონ ევროს იხდიან

“ბარსელონა” და პსჟ ემრე ჯანში 40 მილიონ ევროს იხდიან

ემრე ჯანი ახლოსაა ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებასთან. გერმანელი ფეხბურთელი მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება და ტრანსფერს წინ პრაქტიკულად არაფერი უდგას.

Sport-ის ინფორმაციით, პსჟ და „ბარსელონა“ მზად არიან იანვარში ფეხბურთელის შესაძენად „იუვეს“ შეთავაზება გაუკეთონ. როგორც ცნობილია, ტურინელებს გერმანელის სანაცვლოდ 40-50 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

გარდა ამისა, ფეხბურთელის სამსახურით „მანჩესტერ იუნაიტედიცაა“ დაინტერესებული, ტურინის დატოვება კი, თავად ფეხბურთელსაც სურს, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და სარიმ მას მხოლოდ 150 წუთი დაუთმო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ განაცხადში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვეს“ 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და შარშან მასიმილიანო ალეგრის გუნდში წამყვანი როლი ჰქონდა. თუმცა, სარის პირობებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …